ინტელის ტრენინგის ბოლო დღეს გაიმართა ჩვენი პროექტების პრეზენტაცია, მოვუსმინეთ ერთმანეთს და მოვახდინეთ ერთმანეთის უკუკავშირი. ავტვირთეთ და გამოვაქვეყნეთ ჩვენი პორთფოლიო ჩვენს ბლოგებზე.
ინტელის ტრენინგი ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი და შედეგიანი აღმოჩნდა,ჩვენი მოვალეობაა, დავეხმაროთ მოსწავლეებს, განუვითარდეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, ეს ტრენინგი კი ნამდვილად მომცემს ამის საშუალებას. დამეხმარება, მიღებული ცოდნა გამოვიყენო ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში.
ტრენერი შორენა ბადურაშვილი გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით, კომუნიკაბელობით, ემპათიურობით,რის გამოც ტრენინგი ჩვენთვის ბევრის მომცემი აღმოჩნდა.
მადლობა შორენას და ჩემი ჯგუფის წევრებს თანამშრომლობისთვის.
ინტელის ტრენინგი
Tuesday, 5 July 2016
Monday, 4 July 2016
მერვე დღის რეფლექსია
გავეცანით მეშვიდე მოდულს-ფასილიტაციის მასალები. შევქმენი ჩემი პროექტის შესაბამისი ფასილიტაციის რესურსები. ვისწავლეთ ელექტრონული კითხვარის შექმნა. მოვახდინე პროექტის გეგმის კორექცია.
Friday, 1 July 2016
მეშვიდე დღის რეფლექსია
გავიხსენეთ წინა ტრენინგზე გავლილი მასალა.გავეცანი მოსწავლეთა საჭიროების დადგენას.ასევე დიფერენცირებული სწავლების 4 დონეს. განვიხილეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას,გავეცანით ფსიქოლოგ ნანა ლაპარტყავას პრეზენტაციას.შევავსეთ კითხვარი.
Wednesday, 29 June 2016
მეექვსე დღის რეფლექსია
დღევანდელი ტრნინგი იყო საკმაოდ დატვირთული. დასაწყისში ვიმუშავეთ წყვილებში და გავაცანით ერთმანეთს ჩვენს მიერ შექმნილი მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუშები.ტრენინგი ეხებოდა პედაგოგებისათვის მეტად საჭირო საკითხს-შეფასებას. გავეცანით მოსწავლის პრეზენტაციის შეფასებისა და პროექტის საბოლოო შეფასების რუბრიკას და ამის დახმარებით შევქმენით რუბრიკები.
Tuesday, 28 June 2016
მეხუთე დღის რეფლექსია
ტრენინგი
დავიწყეთ
ერთმანეთის
ნამუშევრების
გაცნობით-,,შეფასების
ინსტრუმენტების
მოკლე
მონახაზი".მოდული
3-დან
გავეცანით
საავტორო
უფლებებს;
ვისწავლეთ
პროექტისთვის
გამოყენებული
მასალის
მარტივ
შაბლონში
ვებ-მისამართების
შენახვა,
რათა
დავიცვათ
საავტორო
უფლებები. გავეცანით, როგორ გამოვიყენოთ ინტერნეტი კვლევისთვის. მე-4 მოდულიდან
გავეცანით
მოსწავლის
სავარაუდო
ნაშრომებს
და
შევიმუშავე
სავარაუდო
ვერსია.
დღევანდელი
დღე
საინტერესო
და
მრავლის
მომცველი
იყო,
როგორც
ყველა.
Friday, 24 June 2016
მეოთხე დღის რეფლექსია
საკმაოდ დატვირთული და შრომატევადი იყო ეს დღე.შევქმენი შეფასების დროის ჩარჩო და შევიტანე შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები.
შევადგინე წინარე ცოდნის გასააქტიურებელი გეზის მიმცემი კითხვები.
გავიხსენეთ საპრეზენტაციო პროგრამაში მუშაო ბა და დავიწყე პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციაზე მუშაობა.
Wednesday, 22 June 2016
მესამე დღის რეფლექსია
დღევანდელი ტრენინგი ჩემთვის ბევრის მომცემი იყო.
საპროექტო თემებისათვის შევარჩიეთ საგნობრივი სტანდარტები და ინდიკატორები. ჩამოვაყალიბეთ სასწავლო მიზნები და მიმართულების მიმცემი საკვანზო კითხვები, გავიხსენეთ ბლუმის ტაქსონომია, გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.
მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ, რათა ჩემმა მოსწავლეებმა განივითარონ მაღალი სააზროვნო უნარები, სიღრმისეულად გაეცნონ სასწავლო თემატიკას და ის დაუკავშირონ რეალურ ცხოვრებას, მეტად იყვნენ ჩართულნი პროექტებზე დაფუძნებულ სასწავლო პროცესში.
Subscribe to:
Posts (Atom)