Tuesday, 5 July 2016

მეცხრე დღის რეფლექსია

         ინტელის ტრენინგის ბოლო დღეს გაიმართა ჩვენი პროექტების პრეზენტაცია, მოვუსმინეთ ერთმანეთს და მოვახდინეთ ერთმანეთის უკუკავშირი. ავტვირთეთ და გამოვაქვეყნეთ ჩვენი პორთფოლიო ჩვენს ბლოგებზე.
        ინტელის ტრენინგი ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი და შედეგიანი აღმოჩნდა,ჩვენი მოვალეობაა, დავეხმაროთ მოსწავლეებს, განუვითარდეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, ეს ტრენინგი კი ნამდვილად მომცემს ამის საშუალებას. დამეხმარება, მიღებული ცოდნა გამოვიყენო ჩემს  პედაგოგიურ პრაქტიკაში.
        ტრენერი შორენა ბადურაშვილი გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით, კომუნიკაბელობით, ემპათიურობით,რის გამოც ტრენინგი ჩვენთვის ბევრის მომცემი აღმოჩნდა.

           მადლობა შორენას და ჩემი ჯგუფის წევრებს თანამშრომლობისთვის.

Monday, 4 July 2016

მერვე დღის რეფლექსია

გავეცანით მეშვიდე მოდულს-ფასილიტაციის მასალები.  შევქმენი ჩემი პროექტის შესაბამისი ფასილიტაციის რესურსები. ვისწავლეთ ელექტრონული კითხვარის შექმნა. მოვახდინე პროექტის გეგმის კორექცია.

Friday, 1 July 2016

მეშვიდე დღის რეფლექსია

გავიხსენეთ წინა ტრენინგზე გავლილი მასალა.გავეცანი მოსწავლეთა საჭიროების დადგენას.ასევე დიფერენცირებული სწავლების 4 დონეს. განვიხილეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას,გავეცანით  ფსიქოლოგ  ნანა ლაპარტყავას პრეზენტაციას.შევავსეთ კითხვარი.

Wednesday, 29 June 2016

მეექვსე დღის რეფლექსია

დღევანდელი ტრნინგი იყო საკმაოდ დატვირთული. დასაწყისში ვიმუშავეთ წყვილებში და გავაცანით ერთმანეთს ჩვენს მიერ შექმნილი მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუშები.ტრენინგი ეხებოდა პედაგოგებისათვის მეტად საჭირო საკითხს-შეფასებას. გავეცანით მოსწავლის პრეზენტაციის შეფასებისა და პროექტის საბოლოო შეფასების რუბრიკას და ამის დახმარებით შევქმენით რუბრიკები.

Tuesday, 28 June 2016

მეხუთე დღის რეფლექსია

                                             

        ტრენინგი დავიწყეთ ერთმანეთის ნამუშევრების გაცნობით-,,შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი".მოდული 3-დან გავეცანით საავტორო უფლებებს; ვისწავლეთ პროექტისთვის გამოყენებული მასალის მარტივ შაბლონში ვებ-მისამართების შენახვა, რათა დავიცვათ საავტორო უფლებებიგავეცანით, როგორ გამოვიყენოთ ინტერნეტი კვლევისთვის. მე-4 მოდულიდან გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებს და შევიმუშავე სავარაუდო ვერსია. დღევანდელი დღე საინტერესო და მრავლის მომცველი იყო, როგორც ყველა.

Friday, 24 June 2016

მეოთხე დღის რეფლექსია



საკმაოდ დატვირთული და შრომატევადი იყო ეს დღე.შევქმენი შეფასების დროის ჩარჩო და შევიტანე  შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები.
 შევადგინე წინარე ცოდნის გასააქტიურებელი გეზის მიმცემი კითხვები.
  გავიხსენეთ საპრეზენტაციო პროგრამაში მუშაო ბა და დავიწყე პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციაზე მუშაობა.

Wednesday, 22 June 2016

მესამე დღის რეფლექსია

    
                     

            დღევანდელი ტრენინგი ჩემთვის ბევრის მომცემი იყო.
 საპროექტო თემებისათვის შევარჩიეთ საგნობრივი სტანდარტები და ინდიკატორები.             ჩამოვაყალიბეთ სასწავლო მიზნები და მიმართულების მიმცემი საკვანზო კითხვები, გავიხსენეთ ბლუმის ტაქსონომია,  გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. 
             მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ, რათა ჩემმა მოსწავლეებმა განივითარონ მაღალი სააზროვნო უნარები,  სიღრმისეულად გაეცნონ სასწავლო თემატიკას და ის დაუკავშირონ რეალურ ცხოვრებას, მეტად იყვნენ ჩართულნი პროექტებზე დაფუძნებულ  სასწავლო პროცესში.

Tuesday, 21 June 2016

მეორე დღის რეფლექსია

                                       


მეორე დღე საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა. გავეცანით რა მნიშვნელობა აქვს და როგორ იქმნება ბუკლეტები და საგაზეთო სტატიები. .გავიხსენეთ ვორდში მუშაობა ,შევქმენი ბუკლეტის სამუშაო ვერსია და ჩავსვი თემასთან დაკავშირებული რამდენიმე  სურათი. ვიმუშავე პროექტის გეგმაზე.
   ვფიქრობ ბუკლეტის შაბლონს  სხვა პროექტებზე მუშაობის დროსაც გამოვიყენებ.

Thursday, 16 June 2016

პირველი დღის რეფლექსია

   გავეცანით viewer-ის სახელმძღვანელოს.შევქმენი საქაღალდეები. ჩავაწყვე მათში საინტერესო რესურსები,რომელიც შემდგომ გამომადგება საინტერესო პროექტის შექმნაში.განვიხილეთ გეგმის შაბლონი, რომლის მიხედვითაც უნდა განვახორციელო პროექტი.გავეცანი პროექტის მახასიათებლებს და რუბრიკებს და  21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. დავისახე მიზნად ისეთი პროექტის შექმნა,რომელიც  ჩემს მოსწავლეებს ბევრი უნარ- ჩვევის განუვითარებაში დაეხმარება.