Tuesday, 5 July 2016

მეცხრე დღის რეფლექსია

         ინტელის ტრენინგის ბოლო დღეს გაიმართა ჩვენი პროექტების პრეზენტაცია, მოვუსმინეთ ერთმანეთს და მოვახდინეთ ერთმანეთის უკუკავშირი. ავტვირთეთ და გამოვაქვეყნეთ ჩვენი პორთფოლიო ჩვენს ბლოგებზე.
        ინტელის ტრენინგი ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი და შედეგიანი აღმოჩნდა,ჩვენი მოვალეობაა, დავეხმაროთ მოსწავლეებს, განუვითარდეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, ეს ტრენინგი კი ნამდვილად მომცემს ამის საშუალებას. დამეხმარება, მიღებული ცოდნა გამოვიყენო ჩემს  პედაგოგიურ პრაქტიკაში.
        ტრენერი შორენა ბადურაშვილი გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით, კომუნიკაბელობით, ემპათიურობით,რის გამოც ტრენინგი ჩვენთვის ბევრის მომცემი აღმოჩნდა.

           მადლობა შორენას და ჩემი ჯგუფის წევრებს თანამშრომლობისთვის.

Monday, 4 July 2016

მერვე დღის რეფლექსია

გავეცანით მეშვიდე მოდულს-ფასილიტაციის მასალები.  შევქმენი ჩემი პროექტის შესაბამისი ფასილიტაციის რესურსები. ვისწავლეთ ელექტრონული კითხვარის შექმნა. მოვახდინე პროექტის გეგმის კორექცია.

Friday, 1 July 2016

მეშვიდე დღის რეფლექსია

გავიხსენეთ წინა ტრენინგზე გავლილი მასალა.გავეცანი მოსწავლეთა საჭიროების დადგენას.ასევე დიფერენცირებული სწავლების 4 დონეს. განვიხილეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას,გავეცანით  ფსიქოლოგ  ნანა ლაპარტყავას პრეზენტაციას.შევავსეთ კითხვარი.